png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა

  • მსოფლიო
  • 01.07.2022
  • 12:07
ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა

დღეიდან, ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა.

თავმჯდომარეობა ჩეხეთმა საფრანგეთისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.

თავმჯდომარეობის გადაბარების ფორმალური ცერემონია მადრიდში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პრაღაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაასახელა ის პრიორიტეტები, რომელზედაც, თავმჯდომარეობის ფარგლებში, გეგმავს ფოკუსირებას.

ფიალას თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში, პრაღას სურს კონცენტრირება მოახდინოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლტოლვილთა კრიზისის მართვა და ომის შემდეგ უკრაინის აღდგენა; ენერგეტიკული უსაფრთხოება; ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება; ევროპის ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება.

"ჩვენი თავმჯდომარეობის დევიზი იქნება, ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ციტატა " - "ევროპა, როგორც ამოცანა", - თქვა ფიალამ.

ჩეხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში პრაღა უმასპინძლებს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს, რომლის მთავარი თემაც იქნება ახალი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც შევლენ.

არაფორმალური სამიტი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge