მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი იპოვეს, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარი აღმოჩნდა
- მსოფლიო
- 01.07.2022
- 13:53
მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი იპოვეს, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარი აღმოჩნდა.
ამის შესახებ იტყობინება ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.
„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევებში. კიევის ქუჩა 53. ისევ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. გადასვენებაზე საუბარი ჯერ კიდევ არ არის. ადამიანები ფაქტობრივად, სამარხებში აგრძელებენ ცხოვრებას“, - ამბობს ანდრიუშჩენკო.
მისი თქმით, მარიპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად, შეჩერებულია.
„საოკუპაციო რეჟიმი იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ გადასვენებისთვის არ სცალია. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცა“, - აღნიშნა მან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200