png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ქართული ოცნების" გეგმა ზედაპირულია, ემსახურება პროცესის გაჭიანურებას და არა მოთხოვნების შესრულებას - "შინ ევროპისკენ"

  • პოლიტიკა
  • 02.07.2022
  • 15:47
"ქართული ოცნების" გეგმა ზედაპირულია, ემსახურება პროცესის გაჭიანურებას და არა მოთხოვნების შესრულებას - "შინ ევროპისკენ"

სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ეხმიანება მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" გეგმას, რომელიც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებას ეხება.

"ვეხმიანებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის წინაპირობების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. ჩვენი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს. შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას.

"ქართულ ოცნებას" შევახსენებთ, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობამ, “შინ ევროპისკენ”, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების სახით, უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს მმართველი პოლიტიკური გუნდის არაერთი შეუსრულებელი დაპირება რეფორმების გატარების თაობაზე, რაც ბუნებრივად იწვევს უნდობლობას დაანონსებული სამუშაო ფორმატების მიმართ. ამ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დღეების მოვლენები. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახალი დანიშვნა, პროევროპული კამპანიის რეგიონული შეხვედრების აშკარად კოორდინირებული ძალადობისა და ჩაშლის მცდელობები ოცნების პარტაქტივის მიერ, მედიაზე თავდასხმები, მკაფიოდ ანტიდასავლური გზავნილების გაგრძელება.

შექმნილ ვითარებაში, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება.

რაც შეეხება შინაარს:

შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციები არ წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რაზეც ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი. გარდა კრიტიკისა, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების ანალიზსა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. Სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით.

ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში არის ბევრი საკითხი, რომელიც არ საჭიროებს სამუშაო ჯგუფებში განხილვას, არამედ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და პასუხისმგებლობას, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციას, რომ ეს ნაბიჯები გახდეს ქმედითი და არ დარჩეს ფასადურ შემოთავაზებად", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართება.

შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" წამოაყენა მთავარი მოთხოვნები - ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

მოძრაობის მესვეურებმა ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას 1-კვირიანი ვადა მისცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge