png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უზბეკეთის ხელისუფლებამ ყარაყალპაკეთში შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

  • მსოფლიო
  • 03.07.2022
  • 11:15
უზბეკეთის ხელისუფლებამ ყარაყალპაკეთში შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი უზბეკეთში შემავალი ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა.

ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობას.

რეგიონში საპროტესტო აქციები 1-ელ ივლისს უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ახალი პროექტის თანახმად  ,უქმდება ყარაყალპაკეთის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის უფლება.

ყარაყალპაკეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და მასში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი (უზბეკეთის მოსახლეობის 6,3%) ცხოვრობს.

გამოცემა „ხუკის “ ცნობით, 2 ივლისს აქტივისტი დაულეტმურატ ტაჟიმურატოვი დააკავეს, რომელიც ერთი დღით ადრე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და შემდგომი აქცია 5 ივლისს დააანონსა.

ამასთან, ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია რეგიონში არეულობების შედეგად დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.

გუშინ, 2 ივლისს, ცნობილი გახდა რომ ნუქუსში ტაშკენტიდან ჩაფრინდნენ უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიაევისა და პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის თვითმფრინავები.

მირზიაევმა ყარაყალპაკეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები თვითნებობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ ისე მიიღეს და დაამტკიცეს კონსტუტუციაში შესწორება, რომ პრეზიდენტს ხალხის უკმაყოფილების შესახებ არ აცნობეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge