png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყარაყალპაკეთში გამართულ აქციებზე 18 ადამიანი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 04.07.2022
  • 13:35
ყარაყალპაკეთში გამართულ აქციებზე 18 ადამიანი დაიღუპა

უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1-2 ივლისს არეულობების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მანამდე აღნიშნული ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზოევმაც დაადასტურა.

უწყების ცნობით, დაშავდა 243 ადამიანი. მათ შრის 94 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

უზბეკეთში მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა. კანონპროექტის თანამად,  ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოღებულიყო სიტყვა სუვერენული და გაუქმებულიყო მუხლი, რომელიც რესპუბლიკას უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას აძლევდა.

პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუქუსსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზოევი ორჯერ ჩავიდა ნუქუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. 

რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ცვლილება აღარ განხორციელდება და კონსტიტუციაში  ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელად დარჩება.

1930 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ყარაყალპაკეთის ავტონომიური ოლქი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოიყვანა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას გადასცა.

1936 წელს ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკას დაუბრუნდა. 1936-1990 წლებში ყარაყალპაკეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.

უკვე 1990 წელს ყარაყალპაკეთის რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას უზბეკეთთან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შედიოდა 20 წლით, თუმცა რეფერენდუმის მეშვეობით გამოსვლის უფლებას ინარჩუნებდა.

რეგიონში ცხოვრობს 2 მილიონამდე ადამიანი - უზბეკები, ყაზახები და ყარაყალპაკები.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge