png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, რუს ოლიგარქ, ალექსანდრ ლებედევს რამდენჯერმე შეხვდა

  • მსოფლიო
  • 07.07.2022
  • 11:33
ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, რუს ოლიგარქ, ალექსანდრ ლებედევს რამდენჯერმე შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, შეხვედრები ჰქონდა რუს ოლიგარქთან, ალექსანდრ ლებედევთან, რომელიც წარსულში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში (კგბ) მუშაობდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც გამოცემა იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა.

„მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ არა იტალიაში მაშინ, როდესაც 2018 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ლებედევს, ლონდონის მერობის პერიოდშიც შეხვდა.

როგორც BBC წერს, სწორედ ჯონსონის დახმარებით, ლებედევის ვაჟს ევგენის მიენიჭა პერის წოდება და გახდა თემთა პალატის წევრი.

ბორის ჯონსონი მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მისი კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა და ჯონსონის თანაპარტიელმა კონსერვატორებმაც. 5 ივლისს თანამდებობები დატოვეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა. მათ გადადგომას მოჰყვა ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32 მოხელის მიერ თანამდებობის დატოვება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge