png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბორის ჯონსონი გადადგა

  • მსოფლიო
  • 07.07.2022
  • 15:58
 ბორის ჯონსონი გადადგა

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლოდერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა პრემიერის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.

დაუნინგ-სტრიტზე პრემიერის რეზიდენციასთან საგანგებო პრესკონფერენციაზე, ჯონსონმა თავის მომხრეებსა და ბრიტანელ ხალს მხარდაჭერისთვის მადლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენლად დასანანია მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს დატოვება.

"ნათელია, "კონსერვატიული პარტიის" სურვილია, რომ უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის გადადგომა უკავშირდება მორიგ სკანდალს, ამჯერად, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კრინს პინჩერმა, რომელსაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სექსუალურად შეავიწროვა ორი მამაკაცი დეპუტატი.

მომხდარის ფონზე, 30 ივნისს პინჩერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. ამავდროულად, გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯონსონი ინფორმირებული იყო პინჩერის ქმედებების შესახებ წარსულში, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.

5 ივლისს მიცემულ ინტერვიუში, ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა კრის პიჩერის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

ამასთან, მან მიმართა უკრაინელ ხალხს და განაცხადა, რომ კაბინეტი უკრაინის მხარდაჭერას მისი გადადგომის შემდეგაც გააგრძელებს.

პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლა ზაფხულშივე დაიწყება, ახალი პრემიერ-მინისტრი კი სამუშაოს ოქტომბრიდან შეუდგება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge