8-დღიანი ძებნის შემდეგ, წყალტუბოში დაკარგული 22 წლის გოგო იპოვეს
- სამართალი
- 07.07.2022
- 20:05
22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, პოლიციამ 7 ივლისს იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამატებით ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.
ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ის დაკარგულად ითვლებოდა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) პირველ ივლისს დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200