png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი გაათავისუფლა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2022
  • 21:32
თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, რომელიც კიევის ცნობით, უკრაინული მარცვლეულითაა დატვირთული.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინაში თურქეთის ელჩი.

კიევის განცხადებით, თურქეთმა დაკავებული ხომალდი 6 ივლისს გაათავისუფლა, რაც იმედგამაცრუებელია.

"უკრაინის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ამ ხომალდმა ვერ შეძლო მოპარულის გადმოტვირთვა და ის დააკავეს. თურქულ მხარეს გაუგზავნეს ხომალდისა და ტვირთის დაკავების მოთხოვნა. ამავე დროს, უკრაინული მხარის მიმართვის უგულებელყოფით, 6 ივლისის საღამოს ხომალდი გაუშვეს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, კიევი მოუწოდებს ანკარას, ჩაატაროს აღნიშნული სიტუაციის გამოძიება და უკრაინას ამომწურავი პასუხი გასცეს.

"უკრაინულმა მხარე ღრმა მწუხარებით იღებს ამ ინფორმაციას და მიმართავს თურქულ მხარეს დაჟინებული თხოვნით, ჩაატაროს აღნიშნული სიტუაციის გამოძიება და წარადგინოს ამომწურავი პასუხი უკრაინის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებზე, ასევე ყველა საშუალებით აღკვეთოს მსგავსი შემთხვევები მომავალში", - ნათქვამია განცხადებაში.

2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კიევმა რუსეთს სთხოვა დააკავოს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ხომალდი.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zhibek Zholy-ს, სავარაუდოდ, უკრაინული (მოპარული) მარცვლეული გადაჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტი ბერდიანსკიდან.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა კიევის თხოვნის საპასუხოდ, დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი.

გემი Zhibek Zholy ყაზახურ კომპანია KTZ Express Shipping-ს ეკუთვნის. მათი განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში მათ გემი რუსულ „გრინლაინს“ გადასცეს იმ პირობებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში "გრინლაინი" სანქციების ქვეშ არ აღმოჩნდებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge