png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზოგიერთი ოპოზიციონერი პაპუაშვილის კაბინეტში მშვენივრად დაცუნცულებდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო - ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.07.2022
  • 20:22
ზოგიერთი ოპოზიციონერი პაპუაშვილის კაბინეტში მშვენივრად დაცუნცულებდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო - ელისაშვილი

ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს, მშვენივრად დაცუნცულებენ, როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი სერიოზულობაა საჭირო, როცა საკითხი ეხება სახელმწიფოს.

„ჩემთვის აუხსნელი და გაუგებარია, ჩვენს პოლიტიკოსებში საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე – არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები. ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, ის ოპოზიციონერი დეპუტატები მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში. სწორედ ისინი, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს. საკითხი სახელმწიფოს ეხება და ნუ მაიმუნობენ, ცოტა სერიოზულობა გამოიჩინონ. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და როგორც ჩანს, ამას ვერავინ ვიაზრებთ. თავისი პირადი ინტერესებისთვის კარგად დადიან და ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი. პაპუაშვილის კაბინეტში კარგად დაძვრებიან, ეს პირადი რაღაცები სჭირდებათ. ახლა გაახსენდათ, რომ პაპუაშვილთან შეხვედრა თურმე არ შეიძლება და კეთროვანია.

დადიან მატერიალურ-ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა იმ დროზე, როცა არ დადიოდნენ და ბოიკოტში იყვნენ, ამოიღეთ დოკუმენტებით. ვის უნდოდა მანქანა? – არავის არ მისცა, მაგრამ ძალიანაც უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო. მაგაზე ხომ დადიოდნენ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge