png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით. ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი - კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

  • კომენტარები
  • 08.07.2022
  • 20:37
წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით. ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი - კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია? – ესაა ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე, რომლითაც მას მიმართა.

ელჩის თქმით, წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ყველა დემოკრატიისთვის ძალიან სახიფათოა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ძირგამოთხრილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მშვიდობისთვის მუშაობა ჩვენთან ერთად, ვცდილობთ, იყოს ჩვენ მხარეს. არის ძალიან ბევრი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნახა ნატო-ს ბოლო სამიტზე მადრიდში მხარდაჭერის გაწევა ძალისხმევისთვის უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შესაჩერებლად. ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც სასწორზეა. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია? – ესაა ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge