png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

  • მსოფლიო
  • 09.07.2022
  • 20:46
ზელენსკიმ  გერმანიაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ანდრი მელნიკი გერმანიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის განკარგულებას, რომელიც 9 ივლისითაა დათარიღებული, ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები უნგრეთში, ინდოეთში, ნორვეგიასა და ჩეხეთში.

შეგახსენებთ, გერმანული გამოცემა Bild-ი ჯერ კიდევ 4 ივლისს იუწყებოდა, რომ კიევი ელჩის გათავისუფლებას აპირებდა. გამოცემის ცნობით, მელნიკი თავდაპირველად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროში დაიწყებს მუშაობას, მომავალში კი შესაძლოა, მინისტრის მოადგილედ დანიშნონ.

ბოლო ხანებში, მელნიკმა არაერთი სკანდალური და საკამათო განცხადება გააკეთა. ის ხშირად აკრიტიკებდა კანცლერ ოლაფ შოლცს, მისი თქმით, უკრაინის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. მელნიკმა გერმანიის კანცლერს „ღვიძლის ძეხვიც“ კი უწოდა.

ივლისის დასაწყისი, ანდრი მელნკიმა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ სტეპან ბანდერამ ასობით ათასი ებრაელი მოკლა“.

მისი თქმით, ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც მხარდაჭერას ჰპოვებს გერმანიაში, პოლონეთსა და ისრაელში. ამ განცხადების გამო მელნიკი უმწვავესად გააკრიტიკეს გერმანიაში, ისრაელსა და პოლონეთში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელი კოლეგისგან, ელჩის განცხადების გამო, ბოდიშიც კი მიიღო.

ანდრი მელნიკი 8 წელი ხელმძღვანელობდა გერმანიაში უკრაინის დიპლომატიურ მისიას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge