png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის ომის დროს დაფიქსირებული გაუპატიურების შემთხვევები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - გაერო

  • მსოფლიო
  • 10.07.2022
  • 15:39
უკრაინის ომის დროს დაფიქსირებული გაუპატიურების შემთხვევები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - გაერო

კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პრამილა პატენის თქმით, ურაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ უკვე დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა.

ამასთან, პატენი ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და აშკარად არ ასახავს ომის პირობებში ჩადენილ სექსუალური ძალდობის მასშტაბებს.

„ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, რცხვენიათ და ამ დანაშაულების შესახებ არ ყვებიან. და ეს არა უკრაინული შემთხვევის უნიკალურობა, არამედ ტენდენციაა, რომელსაც უფლებადამცველები ყველა დროის ომში აწყდებიან“, - აღნიშნავს „სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის" წარმომადგენელი ალექსანდრა მატვიიჩუკი.

მეორე მიზეზი, რომლის მიხედვით შეუძლებელია უკრაინაში მსგავსი ხასიათის დანაშაულების მასშტაბების შეფასება - მათი დიდი რაოდენობაა, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამჟამად რეგისტრირებულია 15 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე მსგავსი ეპიზოდებით. ცალკეულ ოლქებში ერთ გამომძიებელზე 200-მდე საქმე მოდის, რომლებიც გაუპატიურებას უკავშირდება.

 „გამომძიებელმა ერთდრულად უნდა გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმის აღნიშნული რაოდენობა - ვერც ერთი საუკეთესო სამართლებრივი სისტემა მსოფლიოში ვერ გაუმკლავდება ეფექტიანად ასეთ ამოცანას. ამასთან, ომი გრძელდება და დანაშაულების რაოდენობა იზრდება“, - აღნიშნავს მატვიიჩუკი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge