საბერძნეთში პოლიციამ 27 წლის ქართველი დააკავა
- სამართალი
- 11.07.2022
- 10:24
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციამ 27 წლის ქართველი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შაბათს, ქართველების რვაკაციანი ჯგუფი, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებდა. გვიან, ღამით, დაწესებულების დატოვების შემდეგ კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ქართველების გაშველებმა ადგილობრივებმა სცადეს, თუმცა ქართველები მათაც დაუპირისპირდნენ და მამა-შვილს სასტიკად სცემეს.
37 წლის დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბერძნული მედიის ცნობით, მას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა თვალისა და თავის არეში.
დაკავებულია 27 წლის ქართველი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200