png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინა სამხრეთის რეგიონების დეოკუპაციისთვის ემზადება

  • პოლიტიკა
  • 11.07.2022
  • 12:12
უკრაინა სამხრეთის რეგიონების დეოკუპაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, შეიმუშავონ სამხრეთ სანაპირო ტერიტორიების დეოკუპაციის გეგმა, რომლებიც ახლა რუსული არმიის კონტროლს ექვემდებარება, განუცხადა The Times-ს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

"ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმის შემუშავება დაავალა", - განმარტა მან.

რეზნიკოვის თქმით, ამ მიზნით, უკრაინა აგროვებს დასავლური იარაღის აღჭურვილს საბრძოლო ძალებს.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბი სამხედრო გეგმას ამუშავებს, თავად კი დასავლელ პარტნიორებთან აგრძელებს მუშაობას მიზნის განსახორციელებლად საჭირო იარაღის მოსაპოვებლად.

"მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა მან.

8 ივლისს, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა კვირას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ევაკუაცია აუცილებელია, რადგან უკრაინა შეტევით ოპერაციებს იწყებს.

"ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას შეტევითი ოპერაციების დროს", - თქვა ვერეშჩუკმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ არ იცის, რა ვადაში განხორციელდებოდა შეტევა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები 2022 წლის მარტში დაიკავეს. ვრცელდება ცნობებ, რომ ამ ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციები რუსეთთან შესაერთებლად "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge