png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Reuters: რუსეთი, ბულგარეთს გათხევადებულ გაზს საქართველოს გავლით მიაწვდის

  • მსოფლიო
  • 13.07.2022
  • 10:02
Reuters: რუსეთი, ბულგარეთს გათხევადებულ გაზს საქართველოს გავლით მიაწვდის

რუსი ექსპორტიორები, ტრადიციული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, ბულგარეთს გათხევადებულ ნავთობის გაზს(LPG) საქართველოს, ფოთის პორტის გავლით ივლისიდან მიაწვდიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

Reuters-ი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის LPG-ის მიწოდება და რკინიგზით საწვავის ტრანზიტი უკრაინის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რამაც ექსპორტიორები აიძულა, ეძებონ ახალი მარშრუტები.

გამოცემა, Refinitiv-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შესყიდვები მკვეთრად შეამცირა ფინეთმაც, მაშინ, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან LPG-ის ექსპორტის 25% უკრაინასა და ფინეთში იყო.

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში, დაახლოებით 3000 ტონა გათხევადებულ გაზს რუსეთის ქალაქ სურგუტიდან საქართველოში ჩაიტანენ და რკინიგზით გადაზიდავენ ფოთის პორტში, საიდანაც ბორნით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაგზავნიან. სურგუტიდან ამ საწვავის მიმწოდებლები არიან „გაზპრომი“ და „სურგუტნეფტეგაზი“.

როგორც Reuters-ი წერს, ბულგარეთი თვეში, დაახლოებით, 30-35 000 ტონა თხევად გაზს მოიხმარს - ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთისგან და რუსეთისგან ყიდულობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge