png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსი ოლიგარქი ივანიშვილი გვართმევს ევროპული მომავლის შანსს - ნუგზარ წიკლაური

  • პოლიტიკა
  • 13.07.2022
  • 12:22
რუსი ოლიგარქი ივანიშვილი გვართმევს ევროპული მომავლის შანსს - ნუგზარ წიკლაური

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული წერილები არის შიშით გამოწვეული და ემსახურება ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას.

"ორგანიზებული კამპანიის ერთადერთი მიზანია რუსი ოლიგარქის - ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, ამერიკისგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსგან, პოლიტიკური ოპოზიციისგან", - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

"ამ წერილებში, პოსტებში, მიმართვებში არაფერი წერია საქართველოზე - მათი ავტორების საზრუნავი მხოლოდ ბიძინას ფულია და ისინი მზად არიან საქართველოს ეროვნული ინტერესები გადააყოლონ ივანიშვილის ფინანსებს", - აღნიშნავს წიკლაური.

წიკლაურის განცხადებით, აღნიშნული კამპანია არის დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნება" არ აპირბეს სასამართლოს რეფორმის გატარებას, დეოლიგარქიზაციასა და მედიაზე ტერორის შეწყვეტას. არ აპირბეს შეასრულოს ევროკავშირის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითიც კლავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

"ქართველმა ხალხმა - ასიათასობით თავისუფალმა მოქალაქემ ამ დღეებში კვლავ დაადასტურა, რომ მას სურს ევროპული განვითარება, მომავალი და თავისუფლება საკუთარი სამშობლოსთვის და ოჯახებისთვის", - დასძინა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ დღეს ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც აშორებს ქართველ ხალხს ევროპული ოჯახისგან არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge