png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს -სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე

  • პოლიტიკა
  • 13.07.2022
  • 13:15
გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს -სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე

გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მაშინ მკაფიოდ დააფიქსიროს ეს პოზიცია, - აცხადებს დეპუტატი სოზარ სუბარი. მისი თქმით, უკვე ხუთი დღე გავიდა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა ღია წერილით საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს და გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა;

"ეს ის პასუხებია, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს, არამედ მაინტერესებს მეც, აინტერესებს საქართველოს პარლამენტის ძალიან ბევრ წევრს და დარწუნებული იყავით, აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას. პასუხი, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გაბრაზებულ და გაღიზიანებულ ტონს, როცა ქალბატონმა ელჩმა თქვა, რომ არ წაუკითხავს ეს წერილი, არც აინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ არ წაუკითხავს, თითქოს ეს წერილი არის აღსავსე ტყუილებით და პროვოკაციებით, რაც ნამდვილად ასე არ არის.

ამიტომ მინდა, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კითხვებს, როდესაც ქართული ოპოზიცის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში და ეს არასმთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ აშშ-ის საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით; მაგალითად, როდესაც თქვა ეკა გიგაურმა, რომ გაიხნა შესაძლებლობის ფანჯარა, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რაც ნიშნავს პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვისკენ; როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ პრემიერის განცხადება, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, არის სამარცხვინო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხელი ბომბები საქათველოს თავზე; სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩის ღია მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება, ქართველ ხალხს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პოზიცია, ამ პოზიციას მხარს უჭერს კელი დეგნანიც. ამიტომ ჩვენ, ცხადია, გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მაშინ მკაფიოდ დააფიქსიროს ეს პოზიცია; გაემიჯნოს ამ პოზიციას და ეს იქნება ძალიან სერიოზული სიმშვიდის მომტანი ქართულ საზოგადოებაში, ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ არაფერი არ ემუქრება საქართველოში სიმშვიდეს და საქართველოს არავინ არ მოუწოდებს ომში ჩართვისკენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge