png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოლიგარქი არის ის, ვისაც აქვს ბევრი ფული, იტაცებს სახელმწიფოს, შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ივანიშვილია - კუბილიუსი

  • პოლიტიკა
  • 13.07.2022
  • 15:04
ოლიგარქი არის ის, ვისაც აქვს ბევრი ფული, იტაცებს სახელმწიფოს, შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ივანიშვილია - კუბილიუსი

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რომ ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

"ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი დეპოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ,რაც აბსურდია.

ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს. შეიძლება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით.

ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერმინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. ამაზე ვსაუბრობთ", - თქვა კუბილიუსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge