png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვხედავთ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმებს, პოლიტპატიმრებს, მაგალითად, მესამე პრეზიდენტს და ოპოზიციური მედიის დირექტორს - მირიამ ლექსმანი

  • პოლიტიკა
  • 13.07.2022
  • 15:13
ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვხედავთ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმებს, პოლიტპატიმრებს, მაგალითად, მესამე პრეზიდენტს და  ოპოზიციური მედიის დირექტორს -  მირიამ ლექსმანი

საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა და ამჟამად ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ ტენდენციას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების წევრმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა და ამჟამად ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ ტენდენციას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ერთ დროს მოწინავე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს მიზეზები ანგარიშში მკაფიოდ უნდა გამოვყოთ, რადგან ეს ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია. გამოვყოფ რამდენიმე პრობლემას, რომელსაც, ჩემი აზრით, უნდა შევეხოთ:

ეს არის საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც ძალიან ყოფს. ამასთან ერთად, მმართველი პარტია 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებას განაგრძობს. დიალოგი ამ დრომდე შეჩერებულია.

ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ამასთან ერთად, სასამართლო რეფორმები ასევე შეჩერებულია. ჩვენ ვნახეთ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმები და ასევე, ვხედავთ პოლიტპატიმრებს, მაგალითად, მესამე პრეზიდენტს, ასევე, ოპოზიციური მედიის დირექტორს. აღნიშნული ტენდენციები აუცილებლად უნდა გამოვყოთ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და მათ მხარეს უნდა ვიყოთ.

ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას. აქედან გამომდინარე, ველოდები ჩვენს თანამშრომლობას ამ ანგარიშზე, რომელიც უნდა იყოს მკაფიო, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა", - თქვა ლექსმანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge