png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერმანია წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის შესყიდვას

  • მსოფლიო
  • 13.07.2022
  • 20:01
გერმანია წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის შესყიდვას

გერმანია მთლიანად შეწყვეტს რუსული ნახშირის ყიდვას 2022 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის ყიდვას 2022 წლის 31 დეკემბრიდან. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ ენერგოფორუმზე განაცხადა.

რუსული ქვანახშირისა და ნავთობის ყიდვის შეწყვეტის განზრახვის თაობაზე, მანამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც აცხადებდა, თუმცა ზუსტი თარიღები არ დაუსახელებია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში მოხმარებული ქვანახშირისა და ნავთობის 40%-ს გერმანია რუსეთიდან იღებს.

"მათ, ვინც იცის "დრუჟბას" ნავთობსადენის ისტორია, რომელიც საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, ესმით, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა არ არის ტრივიალური საკითხი, მაგრამ ამას მივაღწევთ რამდენიმე თვეში", - აღნიშნა იორგ კუკისმა.

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი დანაკარგების შევსება იქნება, რომელიც გაჩნდება მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნები უარს იტყვიან რუსულ გაზზე, რომლის მიწოდებაც წელიწადში 158 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსული ქვანანახშირის იმპორტის სრული აკრძალვა აპრილის დასაწყისში, სანქციების მეხუთე რაუნდის ფარგლებში გამოაცხადა. ემბარგო 10 აგვისტოდან ამოქმედდება.

მაისის ბოლოს, სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა გადაწყვიტა ნაწილობრივ აეკრძალა რუსული ნავთობის მიწოდება. აკრძალვა ეხება ნავთობის საზღვაო გზით მიწოდებას. ემბარგო ძალაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge