png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო არ შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც გაეროს სასამართლოში უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება

  • პოლიტიკა
  • 14.07.2022
  • 13:50
საქართველო არ შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც გაეროს სასამართლოში უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება

საქართველო არ შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება.

განცხადებაზე ხელმომწერები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და ქვეყანაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას წელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ჯი-ეიჩ-ენ"-ი (GHN) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge