png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 44 დასახლება გაათავისუფლეს

  • მსოფლიო
  • 14.07.2022
  • 20:01
უკრაინის ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 44 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედრებმა ხერსონის ოლქის 44 დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს. თუმცა, ოლქის დიდი ნაწილი კვლავ დროებითი ოკუპაციის ქვეშ რჩება.

ამის შესახებ სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრო ბუტრიიმ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

ბუტრიის თქმით, გათავისუფლებული დასახლებული პუნქტები მუდმივად რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ არიან. დასახლებებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები.

ხერსონის ოლქში სულ 656 დასახლებული პუნქტია, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ელოდებიან. მათ დიდ ნაწილს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ოუპანტები აკონტროლებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას ფრონტის ხაზზე და ათავისუფლებენ უკრაინის მიწებს რუსი ოკუპანტებისგან.

მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად, ოკუპანტების დიდი ძალისხმევა მიმართულია ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების ჩრდილოეთით, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს  დაკავებული პოზიციებიდან უკუსვლა აიძულონ.

აქტიური საბროლო მოქმედებები მიმდინარეობს იზიუმი-სლავიანსკის, სვიატოგორსკი-სლავიანსკის, ლისიჩანსკი-სოლედარის, ლისიჩანსკი-სევერსკისა და პოპასნაია-სოლედარის მიმართულებებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge