png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ბალაძე: უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები აჭარაში კაპიტალის დაბანდებისას თავს დაცულად გრძნობენ

  • ეკონომიკა
  • 26.02.2016
  • 16:51
დავით ბალაძე: უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები აჭარაში კაპიტალის დაბანდებისას თავს დაცულად გრძნობენ

უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან. 

ფორუმი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა.
პოლონელ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ.
აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ჩვენ ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები შედგა ვროცლავში. ჩვენი პარტნიორები აჭარით ძალიან დაინტერესებულები არიან. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე გვაქვს კონკრეტული დაინტერესება პოლონელი ინვესტორებისგან. ისინი აჭარის რეგიონს ეწვევიან და მათ ჩვენ უკვე ადგილზე გავაცნობთ რეგიონის საინვესტიციო გარემოს.
საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ქართული და პოლონური კომპანიების პირისპირ შეხვედრები. ჩვენმა ადგილობრივმა კომპანიებმა თავიანთი გამოცდილება უცხოელ ბიზნესმენებს გაუზიარეს, რაც ბუნებრივია რეგიონისადმი სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.

წინა წელს ჯამში 9 საინვესტიციო ფორუმს გავუწიეთ ორგანიზება. წელს კი პირველი ვიზიტი პოლონეთში გაიმართა. ყოველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა დამატებითი შესაძლებლობაა ახალი ინვესტიციის განხორციელების. რეგიონისადმი ინტერესი კი დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ მაღალია.
საინვესტიციო ფორუმების გარკვეული შედეგები ინვესტიციების კვარტალურ მონაცემებშიც აისახება. 2015 წლის შედეგები წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურია. 2015 წლის 9 თვის ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 42%-ით, 76.5 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აჭარაში უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები თავს დაცულად გრძნობენ თავიანთი კაპიტალის დაბანდებისას. ჩვენ შევქმენით დაბალანსებული, ჯანსაღი, კონკურენტული გარემო. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინვესტორებს, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება" - განაცხადა დავით ბალაძემ ფორუმზე.
ფორუმის მონაწილეები აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში ტარდება.
დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ.
ქ.ვროცლავში, აჭარის მთავრობის დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელებიც იმყოფებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.
პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების თანაორგანიზატორი ქვემო სილეზიის მარშალის ოფისია. პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი მონაწილეობს.
ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამია ბერძენიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
ვროცლავში საინვესტიციო ფორუმთან ერთად ასევე ტურისტული გამოფენა გაიხსნა,სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური სტენდი მოეწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დელეგაცია პოლონეთს 29 თებერვალს დატოვებს.
აჭარის მთავრობის ორგანიზებით ბათუმში 2014 წელს პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. 2014-2015 წლებში ფორუმი საზღვარგარეთ 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი,ბელარუსი) და ასევე საქართველოში 4 ჯამში საინვესტიციო ფორუმი მოეწყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge