png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.07.2022
  • 15:33
„ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან - კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ

2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. ოქრიაშვილის თქმით, რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“.

„ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება.

2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.

რეალურად, შესასრულებელი გვაქვს 12 რეფორმა და ამ 12-დან ერთი საკითხის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, ბარიერის დაწევის თემა საკმაოდ  მნიშვნელოვანი პუნქტია. მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“  და შესაძლოა, უკვე სხვებსაც, ისედაც 5 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ძალიან  კარგია. ასე რომ, „ქართული ოცნება“ ევაჭრება საკუთარ განშტოებებს და მორიგ პოლიტიკურ აფერისტობას სთავაზობს საზოგადოებას. ვისაც „ოცნება“ ევაჭრება, ის არ არის ოპოზიცია - მათივე შემადგენლობაა.       

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით: დღეს ოლიგარქს სრულად შეზღუდული აქვს კონკურენცია პოლიტიკურ ველზე.  სადაც არ არის კონკურენცია, იქ ვერ ვითარდებიან პარტიები, ე.ი. ქვეყანაც. დიახ, მომხრე  ვარ გონივრულ ზღვრამდე ბარიერის დაწევის. ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში შესაცვლელია ყველა ის დებულება, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას საქართველოში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge