png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი მაისში განიცადა - ოლექსეი რეზნიკოვი

  • მსოფლიო
  • 15.07.2022
  • 18:01
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი მაისში განიცადა - ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში მაისში განიცადა, როდესაც ყოველდღიურად 100-მდე სამხედრო იღუპებოდა.

ამის შესახებ რეზნიკოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაზე დიდი დანაკარგი მაისში იყო. მიხაილო პოდოლიაკი და პრეზიდენტი ამას გულისხმობდნენ, როდესაც ივნისში საუბრობდნენ {ამ საკითხზე}, - თქვა მან.

რეზნიკოვის თქმით, ამ პერიოდში დღეში 100-მდე ჯარისკაცი იღუპებოდა, 300-400 იჭრებოდა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ დროს ოკუპანტების უპირატესობა დიდი იყო, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით - დამპრობლები საათში ათასამდე საარტილერიო ჭურვს იყენებდნენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ რაოდენობის ჭურვები არ ჰქონდა.

მაისის დასაწყისში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქვეყნის აღმოსავლეთით, ყველაზე რთულ მიმართულებაზე დღეში, სავარაუდოდ, 50-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპებოდა.

ივნისის დასაწყისში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად 100-დან 200-მდე სამხედროს კარგავდა. ~

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის ძალებმა პირადი შემადგენლობის 38 ათასი სამხედრო დაკარგა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge