png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა

  • მსოფლიო
  • 17.07.2022
  • 12:33
საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა საბრძოლო მასალით დატვირთული უკრიანული თვითმფრინავი ან-12, რომელიც სერბეთიდან იორდანიაში  კომერციულ რეისს ასრულებდა.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციამ მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს პრობლემა შეექმნა, რის გამოც საჰაერო ხომალდი სასწრაფო დაშვების ნებართვას ითხოვდა.  

საბერძნეთმა ან-12-ს სალონიკის ან კავალას აეროპორტები შესთავაზა. ეკიპაჟმა კავალა აირჩია და დაშვება დაიწყო, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. თვითმფრინავი კავალას აეროპორტიდან დასავლეთით, კავალიდან 40 კმ-ში ჩავარადა. ადგილობრივებმა აფეთქებების ხმა გაიგეს. ERT-ს ცნობით, ბორტზე 8-10 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც 12 ტონა „საშიში ტვირთი“ გადაჰქონდათ - სავარაუდოდ, ჭურვები. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ახლოს მდებარე დასახლებებში ელექტროენერგია გაითიშა.

კატასტროფის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

სამართალდამცველები იმედოვნებენ, რომ „შავი ყუთის“ შესწავლის შემდეგ კატასტროფის მიზეზები დადგინდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უახლოეს დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოქალაქეები გააფრთხილეს, არ გააღონ ფანჯრები და საცხოვრებელი ადგილები ნიღბების გარეშე არ დატოვონ, რადგან, შესაძლოა, თვითმფრინავი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით ყოფილიყო დატვირთული.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა კომპანია Meridian-ს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩარტერულ რეისებს ასრულებს. ასევე, თანამშრომლობს გაეროსა და ნატოს-თან, ტვირთების გადაზიდვისა  და სამხედროების გადაყვანის ფარგლებში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge