png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უკრაინაში 50 ათასი სამხედრო დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 17.07.2022
  • 15:05
რუსეთმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უკრაინაში 50 ათასი სამხედრო დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანელი სამხედროების შეფასებით, რუსეთმა სახმელეთო ძალების შეტევითი პოტენციალის 30%-ზე მეტი დაკარგა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურ დამაჯერებლობას აძლევს, რომ ომში გამარჯვებას მოიპოვებენ.

აღნიშნული მოსაზრება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის შტაბების მეთაურების კომიტეტის ხელმძღვანელმა ადმირალმა ტონი რადაკინმა. იუწყება The Guardian.

„მათ {უკრაინელებს} აბსოლუტურად მკაფიოდ ესმით, რომ უნდა დაიბრუნონ მთელი თავიანთი ტერიტორია უკრაინის პირობებით, და ისინი ხედავენ, რომ რუსეთი განიცდის პრობლემებს - რუსეთი, რომელმაც ჩვენი შეფასებით, დაკარგა თავისი სახმელეთო უსაფრთხოების 30 პროცენტზე მეტი“, - თქვა რადაკინმა.

მან დააზუსტა, რომ ეს ნიშნავს „დაღუპულ ან დაჭრილ 50 ათასს რუს ჯარისკაცს, 1 700-მდე რუსულ ტანკს და რუსეთის კუთვნილ თითქმის 4 ათასს საბრძოლო ჯავშანმანქანას“.  

„რუსეთმა ეს შეჭრა დაიწყო ამბიციებით, რომ დაეპყრო მთელი უკრაინა, რუსეთს ჰქონდა ამბიციები დაეპყრო დიდი ქალაქები ერთ თვეში, რუსეთს ჰქონდა ამბიციები, დაეთესა განხეთქილება და ზეწოლა მოეხდინა ნატო-ზე - ასეთი რუსეთი წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიო წესრიგისთვის, რუსეთი განიცდის წარუმატებლობას ამ ყველა ამბიციაში, რუსეთი იმაზე ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე თებერვლის დასაწყისში იყო“, - განაცხადა მან.

დასავლეთის დაზვერვის შეფასებით, დანაკარგი, რომელსაც რუსეთი ყოველი შეტევის დროს განიცდის, კოლოსალურია. არსებობს სერიოზული პრობლემები რუსული იარაღის მარაგებთან და საბრძოლო სულისკვეთებასთან დაკავშირებით. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2022 წელს ვერ გავა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge