png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საბერძნეთში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 17.07.2022
  • 17:13
საბერძნეთში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა

უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის An-12 ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. იტყობინება სააგენტო  AFP სერბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

თვითმფრინავი საბერძნეთის ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მფლობელი კომპანიის, Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა განაცხადა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი უკრაინის მოქალაქეა. ამასთან, მან უარი თქვა ბორტზე არსებული ტვირთის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

თავის მხრივ, სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ნებოიშა სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს ბელგრადის დაკვეთით, ბანგლადეშში გადაჰქონდა 11.5 ტონა სერბული იარაღი, მათ შორის საწვრთნელ ნაღმები.

"სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა იარაღი, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინისთვის, მაგრამ ეს სრულიად სიცრუეა", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

თვითმფრინავი გვიან ღამით საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციამ მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს პრობლემა შეექმნა, რის გამოც საჰაერო ხომალდი სასწრაფო დაშვების ნებართვას ითხოვდა.

საბერძნეთმა ან-12-ს სალონიკის ან კავალას აეროპორტები შესთავაზა. ეკიპაჟმა კავალა აირჩია და დაშვება დაიწყო, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. თვითმფრინავი აეროპორტიდან დასავლეთით, კავალიდან 40 კმ-ში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა კომპანია Meridian-ს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩარტერულ რეისებს ასრულებს. ასევე, თანამშრომლობს გაეროსა და ნატოს-თან, ტვირთების გადაზიდვისა და სამხედროების გადაყვანის ფარგლებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge