primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 26.02.2016
  • 17:18
საქართველოში ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივი კომიტეტის მესამე სხდომა ჩატარდა. კომიტეტის სხდომა ,,ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის საფუძველს და ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.

სხდომას საქართველოს მხრიდან საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის მობილურობის და ტრანსპორტის დირექტორატის, საქართველოში ევროდელეგაციის,   ევროკავშირის დაფინანსებით სამოქალაქო ავიაციის სფეროში მიმდინარე ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელები და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს   წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან კომიტეტის სხდომაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2013 წელს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომიდან დღემდე ქვეყნის საავიაციო სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების, აგრეთვე სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია   საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში ევროპული რეგულაციების ასახვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლები გაეცნენ რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით ქართული მხარის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა ვადებში გეგმავს ქვეყანა ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას. სახელმწიფოს და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოები ევროკომისიის დელეგაციის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინა ევროპულმა მხარემაც. სტუმრებმა ისაუბრეს „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის ამჟამინდელ სტატუსზე, ევროპულ საავიაციო კანონმდებლობაში დაგეგმილ ძირითად ცვლილებებსა და ავიაციის სფეროს განვითარების უახლოესი წლების სტრატეგიაზე. კომისიის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მგზავრთაგადაყვანაზე 8%, ხოლო სატვირთო გადაზიდვებზე 14% შეადგენს, რაც როგორც აღინიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებელია.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მუშაობის შედეგები. აქვე ოფიციალურად გაჟღერდა ინფორმაცია ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ახალი ტექნიკური დახმარების პროექტის შესახებ, რომლის ბენეფიციარებიც საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნები და შუა აზიის ქვეყნები იქნებიან. პროექტი მ.წ. 1 მარტს დაიწყება და 4 წელიწადს გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებს დაფარავს. ტექნიკური დახმარების პროექტი ქართულ მხარეს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დანერგვასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებაში დაეხმარება.

„ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებას ხელი 2010 წელს მოეწერა. ხელშეკრულება ძალაში შედის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებიდან 2 წლის ვადაში და მისი სრულად ამოქმედების წინაპირობას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ კი, ხელშეკრულების დანართებში მოყვანილი რეგულაცია/დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვა წარმოადგენს. შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ქვეყანას ექნება ერთიანი საჰაერო სივრცე ევროპასთან, უფრო მაღალი - ევროპული სტანდარტები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი ზედამხედველობის, მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, უშიშროებისა და სხვა ძირითადი მიმართულებების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge