png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" – "თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანია

  • საზოგადოება
  • 19.07.2022
  • 11:49
 "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" – "თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანია

საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგებს.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: "არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: „საგზაო მოძრაობის კულტურა“. თითოეული ქცევა, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ".

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება და კამპანიის მთავარი აქცენტებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაკეთდა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე - რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა".

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ ეს არაა ერთჯერადი აქტივობა და ეს მასშტაბური კამპანია, მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია. სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები სწორედ პასუხისმგებლიანი კომპანიების და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge