png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.07.2022
  • 11:50
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
 

საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით.

მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს ისტორიულად ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გუშინ ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. საქართველო და ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გელით თბილისში“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

აბდულა არიპოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. 

„ბატონო ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, გულწრფელად მოხარული ვართ, მოგესალმოთ თქვენ და ქართულ დელეგაციას სტუმართმოყვარე უზბეკეთში. უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტიანი ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უზბეკეთში. გაუმარჯოს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობას“, - აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge