png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მძიმე ვითარებაა, როდესაც ქვეყნის ოფიციალური პირები წარმოაჩენენ ნათლად, რომ არიან ერთი მდიდარი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებლები - ოთო კახიძე ღარიბაშვილის წერილზე

  • კომენტარები
  • 19.07.2022
  • 13:35
მძიმე ვითარებაა, როდესაც ქვეყნის ოფიციალური პირები წარმოაჩენენ ნათლად, რომ არიან ერთი მდიდარი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებლები - ოთო კახიძე ღარიბაშვილის წერილზე

„ირაკლი ღარიბაშვილის წერილი თავისი შინაარსით კომიკურია, ვინაიდან ის ცდილობს ევროკავშირის დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი საქართველოში”, - ასე აფასებს „ევორპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

მისივე თქმით, ამ წერილშივე იმდენ ხოტბასა და ქება-დიდებას უძღვნის თავი ხელმძღვანელს, რომ ვისაც აქამდე ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ივანიშვილი მართავდა საქართველოს მთავრობასა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ამ წერილის შემდგომ ნამდვილად დარწმუნდება.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება, ქვეყნის ოფიციალური პირები ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ ქვეყანას და წარმოაჩენენ ნათლად, რომ არიან ერთი მდიდარი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებლები.

ყველა ეს კომენტარი, რომელიც პარალელურად კეთდება დეპუტატებისა და ოფიციალური პირების მხრიდან შვეიცარიის საბანკო სისტემის, ევროკავშირის თუ ევროპარლამენტის მიმართ სიტუაციას ძალიან კომიკურს ხდის.

გამოსავალი აქედან არის ერთადერთი, საქართველოს საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ერთი პირის არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა და რა საფრთხეს უქმნის ეს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.

გამოსავალი არის დეოლიგარქიზაცია, ამ მმართველობის შეცვლა, უფრო და უფრო მეტი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის სასწრაფოდ შესაცვლელი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდე წინ.“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge