png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთი რუსეთისთვის "ბაირაქთარების" მიყიდვაზე უარს ამბობს

  • მსოფლიო
  • 19.07.2022
  • 13:42
თურქეთი რუსეთისთვის "ბაირაქთარების" მიყიდვაზე უარს ამბობს

თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Baykar Makina რუს სამხედროებს არ მიაწვდის თავდასხმის დრონებს - Bayraktar TB-2. ამის შესახებ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქთარმა.

"ჩვენ არასდროს გავაკეთებდით ასეთ რამეს. იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის წინააღმდეგობას, მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", - განაცხადა მან.

მისი თქმით, თურქული დრონები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და ეს მწარმოებლისთვის დიდი სიამაყეა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კიევი არის Bayraktar-ის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი, რომელიც რუსეთთან ომის დაწყებიდან 50-მდე აპარატის მფლობელი გახდა.

უახლოეს მომავალში კომპანია მთლიანად უკრაინისთვის იმუშავებს, რადგანაც ქვეყანამ კიდევ რამდენიმე ათეული საბრძოლო დრონი შეუკვეთა.

ივნისის ბოლოს თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ანკარამ გადაწყვიტა მეტი სიფრთხილით მოეკიდოს უკრაინას იარაღის მიწოდებას, რათა არ გაიფუჭოს ურთიერთობა მოსკოვთან. მისი თქმით, ახლა თურქეთი ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაზე და აპირებს უკრაინას მხოლოდ დაცვის საშუალებების გაგზავნას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge