png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ისტერიული შეტევა მიდის ბიძინა ივანიშვილზე - დიმიტრი ხუნდაძე

  • კომენტარები
  • 19.07.2022
  • 19:38
ისტერიული შეტევა მიდის ბიძინა ივანიშვილზე - დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, "ქართული ოცნება" საზოგადოების მეტად ინფორმირების მოტივით დატოვა, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ისტერიული შეტევა მიმდინარეობს.

ამავდროულად, ხუნდაძის მტკიცებით, კვლავინდებურად "გრძლდება ხელისუფლების შეცვლის ისტერია".

"ხელისუფლების შეცვლის ისტერია კვლავ გრძელდება – მთავარი კითხვაა, რისთვის არის ეს საჭირო და რას ემსახურება. ჩვენ მიერ დასმული კითხვებზე, მაგალითად ომის რიტორიკასთან დაკავშირებით უშუალო კონკრეტულ ფაქტებზე, ამერიკის ელჩმა პრაქტიკულად, დუმილი არჩია და ეს დუმილიც გარკვეულწილად, პოზიციის დაფიქსირებად მივიღეთ. შემდეგი იყო ვალდებულებების ექვსთვიანი ვადის შემოღება, რაც თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ემსახურებოდა სხვა რამეს და არა რეალურად, ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ ემოცია პიკში შესულიყო დეკემბრისთვის და ხელისუფლების შეცვლა მომწიფებულიყო ქუჩაში; მაგრამ, როგორც დაინახეს, რომ ქუჩის მმართველები ამას ვერ გააკეთებდნენ, შემდეგ უკვე გადაიწია ამ ვადამ 2023 წლისთვის. შემდეგი, როგორც აკვირდებოდით, იყო ჩვენ მიერ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული მოსამართლე დაიბლოკა და ის ვერ წავიდა აშშ-ში ვიზიტით. არ იყო ადრესატის მიმართ დასმულ კითხვაზე მისი მხრიდან გაცემული პასუხი, მაგრამ ამას პასუხი გასცა თვითონ მოსამართლემ. ახლა ისტერიული შეტევა მიდის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. როგორც ჩანს, ამ ვითარებაში კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, კულისებში ძალიან ბევრი შეხვედრა ტარდება და მე მაქვს ახლა კითხვა, როგორც კელი დეგნანთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან – ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრა და ხომ არ შეიძლება, რომ კითხვები სწორედ იქ იყო პასუხგაცემული; ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რამეთუ კითხვები, რომელიც არის აქამდე დასმული და არის აქამდე პასუხგაუცემელი, შეიცავს რისკებს", - აცხადებს ხუნდაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge