png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა - კასიანოვი

  • პოლიტიკა
  • 21.07.2022
  • 17:23
გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა - კასიანოვი

რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულამა ანრდი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამავდროულად, კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის.

"ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიამრჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება“, - განაცხადა კასიანოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge