png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

  • პოლიტიკა
  • 26.02.2016
  • 18:23
თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თინათინ ხიდაშელმა რენო სალენსს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა ფრანგ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ოთხი წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ინტენსიური იყო ბოლო ერთი წელი. შეუძლებელია, ასეთი შედეგები ელჩის აქტიური ქმედითი თანამონაწილეობის გარეშე დადგეს. პირველად მივიღეთ საფრანგეთის ლიდერობა ნატო-საქართველოს პაკეტის კომპონენტში. მანამდე არასოდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საფრანგეთს რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა არ ჰქონია. როგორც წესი, ეს ძირითადად ორმხრივ ურთიერთობებში გამოიხატებოდა ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ისეთი დიდი ევროპული ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, ამერიკელებთან ერთად ხდება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ჩვენი ნატოსთან ურთიერთობის წარმატებისთვის. ასეთ დროს ჩნდება თანასაკუთრების განცდა პროექტზე, ასეთ დროს ჩნდება თანაპარტნიორობა და ბუნებრივია, რომ უფრო მკაფიო და ცალსახა ხდება თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელმაც ერთად უნდა მიგვიყვანოს უფრო უსაფრთხო ევროპამდე და ნატომდე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა: „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან ეფექტურად ვიმუშავე. მას დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მისით. ვთანხმდებით ყველა საკითხზე, რაშიც ფრანგულ-ქართული მხარე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სამთო მიმართულებას - საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, რომელიც საფრანგეთმა დააარსა. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დავიწყეთ, გასული წლის ივნისსა და ივლისში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებებს, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებით აღიჭურვოს. ეს 2014 წლის აპრილში საქართველოში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ვიზიტის დროს გადაწყდა. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავდაცვის სფეროს განვითარებას“, - აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა.
რენო სალენსი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2012 წლიდან მუშაობდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვი ს ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge