png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩი პასუხებს არ სცემს, ეს ეჭვებს აღრმავებს - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 21.07.2022
  • 21:20
როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩი პასუხებს არ სცემს, ეს ეჭვებს აღრმავებს - ირაკლი კობახიძე

როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივი პასუხების გაცემა და წერტილი დასმა და ეს არ კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არაა თავდასხმა, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კომენტართან დაკავშირებით.

"რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირის მხრიდან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ბრალს დებს ელჩის სახელით ზეწოლაში, რა თქმა უნდა ამაზე კითხვების დასმა ჩვენი პასუხისმგებლობაა და ვერანაირ შემთხვევაში შეფასდება როგორც თავდასხმა.

ასევე, შეგახსენებთ, ჩვენი კოლეგის მხრიდან, პარლამენტარის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად რამდენად ემიჯნება ან არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმება, ამის შემდეგ ბუნებრივია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები. როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივი პასუხების გაცემა და წერტილი დასმა და ეს არ კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არაა თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება, აქ შეიძლება მარტივად პასუხები გაიცეს და აქ ყველაფერი დამთავრდებოდა.

თუმცა, პრობლემა რა არის, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში", - თქვა კობახიძემ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდოლობს , ქართველი ხალხს ხელი შეუშალოს ევროკავშირისკენ სწრაფვაში. მისივე თქმით, "ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ მუშაობენ პარტნიორები ერთმანეთთან".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge