primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე - "თეგეტა მოტორსის" ახალი კამპანია

  • საზოგადოება
  • 22.07.2022
  • 17:37
იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე - "თეგეტა მოტორსის" ახალი კამპანია

საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. სხვადასხვა სეზონზე, მოგზაურობისა და მობილობის გაზრდასთან ერთად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც, რომელთა თავიდან აცილება გამართული ავტომობილით, წესების დაცვითა და მართვის კულტურის გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ "თეგეტა მოტორსი" ჰოლდინგის ახალ კამპანიას "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" შეუერთდა და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე გააკეთა. კამპანია კომერციულ შეთავაზებებთან ერთად, უსაფრთხო გადაადგილებისთვის ცნობიერების ამაღლებას და მართვის კულტურის დანერგვას გულისხმობს.

ნინო ბეგიაშვილი, "თეგეტა მოტორსის" მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: "თეგეტა მოტორსისთვის", ერთი მხრივ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა გამართული ავტომობილით უსაფრთხოდ იმგზავრონ, კამპანიის ფარგლებში მათ სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას შევთავაზებთ. დაგეგმილი გვაქვს აქტივობები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად."

სწორედ ამ მიზნით დაიწყო "თეგეტა მოტორსმა" პოდკასტების სერია, სადაც ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე და ავტომრბოლელი დათა ქაჯაია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა აქტუალურ თემას განიხილავენ.

ახალი კამპანიის ფარგლებში "თეგეტა მოტორსი" მომხმარებლის ავტომობილის გამართულობაზეც იზრუნებს და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებას შესთავაზებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge