png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლიეტუვამ კალინინგრადთან სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა

  • მსოფლიო
  • 23.07.2022
  • 13:32
ლიეტუვამ კალინინგრადთან სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა

ლიეტუვის რკინიგზამ (LTG Cargo) კალინინგრადის მიმართულებით სანქცირებული ტვირთების სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა. ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, LTG Cargo-ს წარმომადგენელმა მანტას დუბაუსკასმა განაცხადა.

დუბაუსკასის განცხადებით, სარკინიგზო ტრანზიტის განახლება შესაძლებელი გახადა ევროკომისიის მიერ გამოცემულმა განმარტებამ, რომლის თანახმადაც, "სანქცირებული ტვირთის ტრანზიტი სარკინიგზო ტრანსპორტით დაშვებულია, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით კვლავ აკრძალულია".

კალინინგრადის ოლქის ხელისუფლების წარმომადგენელმა დიმიტრი ლისკოვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კალინინგრადის ოლქში 60 ვაგონი ცემენტი გაიგზავნება.

შეგახსენებთ, 17 ივნისს, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, ლიეტუვამ შეზღუდა ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი კალინინგრადის ოლქის მიმართულებით. 10 ივლისიდან ამ ჩამონათვალს ცემენტის, ალკოჰოლის და სხვა საქონლის იმპორტის აკრძალვა დაემატა. ტრანზიტის აკრძალვას მკაცრი რეაქცია მოჰყვა კრემლში, რომელიც "საპასუხო ნაბიჯების" გადადგმით დაიმუქრა.

13 ივლისს, ევროკომისიამ განმარტა, რომ გარკვეული პირობების გათვალისწინებით, ის არ კრძალავს რუსული საქონლის ტრანზიტს სარკინიგზო გზით, კალინინგრადის მიმართულებით.

კალინინგრადი არის რუსეთის ექსკლავი, რომელიც ესაზღვრება ლიეტუვასა და პოლონეთს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge