png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

  • მსოფლიო
  • 23.07.2022
  • 14:17
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

„მტერმა იერიში მიიტანა ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტის წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ორი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ორი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, პორტში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის სახეში შეფურთხება, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანისთვის რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

 „24 საათზე სანკლები დასჭირდა რუსეთს, რომ ოდესის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიეტანა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა შეთანხმება და გაეროსა და თურქეთის დაპირება, რომელიც გუშინ სტამბოლში გაფორმდა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კიევმა გაეროსა და თურქეთს მოუწოდა  უზრუნველყონ რუსეთის მხრიდან ვალდებულების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.

„მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს დაეკისრება პასუხიმგებლობა მსოფლო სასურსათო კრიზისის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგასენებთ, სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge