png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ყოველთვის იპოვის გზებს, რომ არ შეასრულოს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 23.07.2022
  • 18:23
რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ყოველთვის იპოვის გზებს, რომ არ შეასრულოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, რომ დანაპირები არ შეასრულოს.

ზელენსკიმ ამერიელ კონგრესმენთა დელეგაციას  მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შაბათს, 23 ივლისს უკრაინის ტერიტორიას დიდი რაოდენობით სარაკეტო დარტყმები მიაყენა, მათ შორის ოდესის პორტს. მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა 24 საათზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ, რაც სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა.

„ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ყოველთვის იპოვის გზებს, რომ ის არ შეასრულოს“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა ვერ იქნება ქვეყანა, სადაც „გაყინული“ ომი იქნება. მისი თქმით, ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები ტერიტორიების დეოკუპაციისათვის.

შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა იერიში მიიტანა ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტის წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ორი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ორი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა", - იტყობინება უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის სახეში შეფურთხება, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანისთვის რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge