png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ რუსეთი თავს დაესხა ოდესას

  • მსოფლიო
  • 24.07.2022
  • 00:30
რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ რუსეთი თავს დაესხა ოდესას

რუსმა პროსამთავრობო ჟურნალისტმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი პოპოვმა BBC-ის ინტერვიუში აღიარა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა რუსეთმა განახორციელა.

პოპოვმა განაცხადა, რომ რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მისი მტკიცებით, ოდესის პორტში იყო განთავსებული.

"ჩვენ თავს დაესხით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. თქვენ კარგად იცით რაკეტების სახელები. ეს არის Harpoon-ის რაკეტები. ისინი ბაზირებული იყო ოდესაში და ჩვენ გავანადგურეთ", - თქვა მან.

"ამ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა", - დასძინა პოპოვმა.

მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათ რაოდენობას არ ასახელებდნენ.

"ჩვენ არ დაგვირღვევია სტამბოლის შეთანხმება [უკრაინიდან მარცვლეულის ექპსპორტზე]. ჩვენ უბრალოდ გავანადგურეთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა - და ამას ისევ გავაკეთებთ", - განაცხადა პოპოვმა.

ევგენი პოპოვის აღიარებამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირებმა უარყვეს "ოდესის პორტის თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირში ყოფნა".

"რუსეთთან ჩვენი კონტაქტების დროს მათ გვითხრეს, რომ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო ამ თავდასხმასთან და რომ ისინი ძალიან ფრთხილად და დეტალურად სწავლობენ ამ საკითხს", - განუცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge