png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაერომ, უკრაინაში რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო - პრამილა პატენი

  • მსოფლიო
  • 24.07.2022
  • 11:16
გაერომ, უკრაინაში რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო - პრამილა პატენი

გაერომ უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში,  პრამილა პატენმა, კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მხოლოდ „აისბერგის მწვერვალია“.

„24 თებევლიდან გაერომ მიიღო სექსუალური ძალადობის 150-ზე მეტი ბრალდება, რომლებიც ჩადენილია ქალების, ბავშვებისა და კაცების წინააღმდეგ. ეს არის გაუპატიურების შემთხვევები ავტომატებით მუქარის ქვეშ ოჯახის წევრების თვალწინ, როგორც შედეგი უკრაინაზე რუსეთის ძალების თავდასხმისა“, - განაცხადა პატენმა.

მან აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობა ეს არის დანაშაული, რომლის შესახებაც ინფრომაცია არასაკმარისია. „ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის მწვერვალს“, - თქვა მან. მისივე თქმით, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფორმა, რომელიც ხდება სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ქალებისა და გოგონების, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების მიმართ.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ უკრაინაში დააფიქსირა 300-ზე მეტი მკვლელობა . მათ შორის სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის შემთხვევები კიევის, ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში რუსული არმიის ოკუპაციის დროს. მისიამ ასევე შეისწავლა და დაადასტურა სექსუალური ძლადაობის 23 შემთხვევა.

კიევში იმართება პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მეორე სამიტი, რომელიც ინიცირებულია უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას მიერ.

შეხვედრა გახსნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამიტს პირადად და ონლაინ ესწრებიან თურქეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, კანადის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, სერბეთის, მონტენეგროს პირველი ლედები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეუღლე, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები რიჩარდ გირი, მილა კუნისი და ეშტონ  კატჩერი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge