ოდესაზე თავდასხმა ეჭვქვეშ აყენებს თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას - ბლინკენი
- მსოფლიო
- 24.07.2022
- 11:29
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის თავდასხმა ოდესაზე და განაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.
მისი თქმით, თავდასხმა ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზება მოახდინონ.
„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.
რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.