png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მაიმუნის ყვავილი არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, პანიკის საფუძველი არ არის - გამყრელიძე

  • კომენტარები
  • 24.07.2022
  • 15:38
მაიმუნის ყვავილი არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, პანიკის საფუძველი არ არის - გამყრელიძე

„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა და აღნიშნული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.

დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში.

ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge