png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დაეუფლე ახალ პროფესიას - მოსწავლე მექანიკოსის კურსი "თეგეტა მოტორსში"

  • საზოგადოება
  • 26.07.2022
  • 19:27
 დაეუფლე ახალ პროფესიას - მოსწავლე მექანიკოსის კურსი "თეგეტა მოტორსში"

"თეგეტა მოტორსი" ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ და პროფესიად აქციონ ავტომობილის შეკეთება, "თეგეტა აკადემია" მოსწავლე მექანიკოსის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს. პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება "თეგეტა მოტორსში" და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სფეროში.

კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსი, დავით ავაზაშვილი ბაზარზე კვალიფიციური მექანიკოსების საჭიროებაზე საუბრობს:

"ჩვენს დიდ კომპანიას მუდმივად ესაჭიროება კადრების დამატება. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ჩვენს კულტურაზე ადაპტირებული კადრები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოსწავლე მექანიკოსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შევასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა მანქანის გასამართად. სწავლებას ვიწყებთ მისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ან ჩვენთვის იმ მომენტისათვის დეფიციტური პროფესიით და შემდგომ, სურვილის მიხედვით, ვაძლევთ კონკრეტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას".

კანდიდატებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოში საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების გავლის შესაძლებლობა აქვთ. მათ კი, ვინც რეგიონში ცხოვრობენ და თბილისის ფილიალებში დასაქმების სურვილს გამოთქვამენ, "თეგეტა მოტორსი" ერთი წლით საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს.

ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა მოტორსის“ HR ბიზნესპარტნიორი:

"2021 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 115-მა მოსწავლე მექანიკოსმა გაიარა „თეგეტა აკადემიაში“ სწავლების კურსი. აქედან 45-მა მექანიკოსმა ყველა საფეხური წარმატებით დაასრულა და ახლა „თეგეტა მოტორსში“ მუშაობს. სწავლის პროცესი უმეტესად პრაქტიკულია, შედგება 80% პრაქტიკისა და 20% თეორიისგან. კურსს უძღვებიან გამოცდილი მენტორები, ინჟინერ-მექანიკოსები, რომელთაც „თეგეტაში“ 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. მოსწავლეების განვითარებას ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი და სერვისის დეპარტამენტი მუდმივად აკვირდება. ყველას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ახალი პროფესიის ათვისებაში".
 

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@tegetamotors.ge და მიიღონ შანსი, გახდნენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის გუნდის წევრები.

--
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge