png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გოგაშვილი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს

  • სამართალი
  • 26.07.2022
  • 21:18
გოგაშვილი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.

"ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო;

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო 2) ბიძინას დავალება - მუხთალის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში. შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!", - წერს სოსო გოგაშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის ივნისში აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით განხორციელდა.

აფგან მუხთარლი, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება. მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. მეორე დღეს ის ბაქოში აღმოჩნდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge