png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა - ეს თქვენს წერილშიც ჩანს - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.07.2022
  • 13:00
გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა - ეს თქვენს წერილშიც ჩანს - კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია პროგრესი და სამართლის ლიდერი კახა ოქრიაშვილის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!

„რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან:

1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა.

2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს - ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება.

3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა. არ გვინდა თქვენი გადმოგდებული არც დიდი და არც პატარა ძვალი - ქართველ ხალხს გვინდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძელით, არც გიცდიათ. თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა პროგრესი, რომ თითოეულ ოჯახს მინიმალური შემოსავლის სახით 1000-1500 $ ჰქონდეს. თქვენივე დანაპირებით, ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა მომხდარიყო. ქართულ საზოგადოებას თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა.

4. მოგიწოდებთ, უბრძანოთ თქვენს მდივნებს, შეასრულონ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და წელსვე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თორემ თქვენს წერილშიც ჩანს, გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა, რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!“, - ამბობს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge