png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვარსკვლავთცვენა GEM Fest -ზე და Line up-ის მხოლოდ 40%

  • საზოგადოება
  • 27.02.2016
  • 13:51
ვარსკვლავთცვენა GEM Fest -ზე და Line up-ის მხოლოდ 40%

„Gem-Fest“-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ პრესკონფერენცია გამართა და „GEM-fest“ 2016-ის Line-up-ის მეორე ნაწილი გამოაცხადა.

უკვე ცნობილია, რომ ანაკლიას 11-14 აგვისტოს, არაერთი ლეგენდარული არტისტი ეწვევა. წელს, GEM-fest-ზე სხვა მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, ტრანს მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, გრემის მფლობელი, გერმანელი დიჯეი Paul Van Dykდაუკრავს. იგი Dyk “Dj Magazines” გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიჯეიდ. 2003 წელს მისი ალბომი, „Reflections“ გრემიზე იქნა ნომინირებული,როგორც Thebest dance/electronica album.Paul Van Dyk გრემის მფლობელი 2008 წელს კრისტოფერ ნოლანის ფილმის, „ბნელი რაინდის“ საუნდტრეკის ალბომისთვის გახდა. მან გრემის ჯილდო, ნომინაციაში Best Score Soundtrack for Visual Media მოიპოვა.

Paul Van Dyk ასევე ცნობილია სოციალური და პოლიტიკური აქტივობითაც. ის ამბობს, რომ საცეკვაო მუსიკა უნდა იყოს დიპლომატიური და პოლიტიკური იარაღი მშვიდობის დასამაყარებლად. იგი აქტიურად ჩაერთო ერაყის და ავღანეთის ომების წინააღმდეგ კამპანიაში. Bono-სთან ერთადის ერთადერთი არაამერიკელი არტისტია, რომელიც კამპანიას -Rock the Vote-ს შეუერთდა.

ანაკლიას ზაფხულში, ტრანს მუსიკის სამყაროში აღიარებული „Cosmic Gate“- იც ეწვევა. დინამიური და ენერგიული მუსიკით გამორჩეული „Cosmic Gate“ უკვე სამარკო ნიშანია, რაც   DJ Mag-ის გამოკითხვებზეც აისახა, სადაც ისინი ტრანს დიჯეებში წამყვან პოზიციებს იკავებენ და ისეთი ფესტივალებითაა ცნობილი როგორებიცაა: Tomorrowland, Ultra Europe, Global Gathering, SW4, Creamfields.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი David Augustსაქართველოს ამჯერად უპრეცედენტო პროექტით ეწვევა. Resident Advisor-ის გამოკითხვით 2014-2015 წლების საუკეთესო ლაივების ავტორი დი-ჯეი GEM-fest-ზე ორკესტრთან ერთად დაუკრავს. David August-ის და მისი ბენდის ლაივ კონცერტები დღეისათვის ევროპის სცენებზე ყველაზე მოთხოვნადი პროექტია.

Line up-ის ვარსკვლავების დასახელების გარდა, „ჯემ ფესტ“ 2016-თვის მოხალისეების რეგისტრაცია დაანონსდა. უკვე დაიწყოკარვების სახით ღამის გასათევი ადგილების წინასწარი გაყიდვებიც. პირველ ეტაპზე კარვებში დასარჩენი ადგილები eventer.ge - ზე გაიყიდება და მისი ღირებულება მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.

GEM Fest-მა, ელექტრონული მუსიკის მსოფლიო საფესტივალო რუკაზე უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მისი მიზანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებადა საქართველოს, როგორც რეგიონის, გართობის (Clubbing-ის) ცენტრად, ასევე ანაკლიის, როგორც შავი ზღვის საზაფხულო, ახალგაზრდულ კურორტად ქცევაა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge